შს მინისტრი არ გამორიცხავს, რომ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო დასაკავებელ პირთა წრე გაიზარდოს
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური არ გამორიცხავს, რომ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო დასაკავებელ პირთა რიცხვი გაიზარდოს.
ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ზუსტად არ ვიცით, მაგრამ შეიძლება გაიზარდოს, შეიძლება არა. თუმცა, უნდა დაველოდოთ ექსპერტიზას. პროკურატურამ წაუყენა ბრალი სამ პირს, თუმცა, სასამართლო გადაწყვეტს ამ ადამიანებს მიუსჯის თუ არა“, - განაცხადა გომელაურმა.
მისივე ინფორმაციით, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები მომხდარის გამო ჯერ არ გამოკითხულან.
„დაველოდოთ გამოძიებას, დრო დასჭირდებათ. პირველ რიგში, უნდა გასუფთავდეს ტერიტორია, ვნახოთ რა დაზიანდა და ექსპერტებმა შეაფასონ“, - განაცხადა გომელაურმა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი