სროლა ქუთაისში - შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო
ქუთაისის ცენტრში სროლა იყო.
ჭავჭავაძის გამზირზე თვითმხილველებმა ჯერ ჩხუბის ხმა გაიგეს, რასაც რამდენიმე გასროლა მოჰყვა.
სავარაუდოდ, დაშავდა ერთი ადამიანი. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 117-ე მუხლებით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები უცნობია.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი