კორონავირუსით გარდაცვლილი ლანჩხუთელი ექიმის შვილმა თავი მოიკლა
პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსისგან გარდაცვლილი ლანჩხუთელი ექიმის ნანა ცინცაძის შვილმა, მას შემდეგ რაც დედის სიკვდილის ამბავი გაიგო, ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში თავი მოიკლა.
"N2 დაწესებულების ბრალდებული თ.ო. (დაბ: 1993 წ.) საქართველოს ს.ს.კ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის “დ” ქვეპუნქტით (ქურდობა) გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით 2020 წლის 16 ნოემბერს მოთავსდა N8 დაწესებულების საკარანტინო სივრცეში. 2020 წლის 28 ნოემბერს იგი გადაყვანილი იქნა N2 პენიტენციურ დაწესებულებაში.
2021 წლის 31 მარტს დაახლოებით 15:57 საათზე მისი თანამესაკნეები საკნიდან გაყვანილ იქნენ იმავე სართულზე არსებულ აბანოში, ხოლო ბრალდებული თ.ო. დარჩა საკანში. აბანოდან საკანში დაბრუნებისას თანამესაკნეებმა თ.ო. საკნის საპირფარეშოში უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს. მას ყელის არეში აღენიშნებოდა, სავარაუდოდ, ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობა.
პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, ბრალდებული ჩაყვანილ იქნა დაწესებულების სამედიცინო ნაწილში და გამოძახებულ იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, თუმცა მედპერსონალის მცდელობის მიუხედავად, თ.ო.-ს გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარის შესახებ დადგენილი წესით დაუყოვნებლივ ეცნობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, რომელმაც დაიწყო გამოძიება.
აღსანიშნავია, რომ თანამესაკნეების გადმოცემით თ.ო.-მ 31 მარტს შუადღის საათებში პენიტენციური დაწესებულებიდან განახორციელა სატელეფონო ზარი, რა დროსაც შეატყობინეს დედის გარდაცვალების ფაქტი," - აცხადებენ უწყებაში.
კორონავირუსით გარდაცვლილი ექიმი დღეს დაკრძალეს.
სიახლეები
- "გაისად, 1700 წელი სრულდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან - განსაკუთრებით ვემზადებით აღსანიშნად" - მეუფე შიო
- მაკიაჟი ზაფხულისთვის: როგორ გამოიყურებოდეთ შეუდარებლად სანაპიროზე?
- "რეჟიმი თქვენ წინაშე გაშიშვლდა" - სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელს და ნინო დათაშვილს
- "ლელო" თაღლითების პარტიაა, „თაღლითების პარტიის" წევრობა და მხარდაჭერა კი თაღლითობაში თანამონაწილეობაა" - შალვა პაპუაშვილი
- "ნინო დათაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა იმის გამო, რომ მისმა ადვოკატმა წარადგინა დოკუმენტები მის ფსიქოლოგიურ არამდგრადობასთან დაკავშირებით" - პროკურატურა