"ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დაკავებულია
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დაკავებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას აყვანის სპეცოპერაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამთენიისას დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში შსს-მ სპეციალური ტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყენა. გაუშვა ე.წ. წიწაკის სპრეი, რითაც პარტიის ოფისში მყოფი პირები დაშალა.
ნიკა მელიას დაკავებას წინააღმდეგობას უწევდა პარტიის ოფისში შეკრებული ათეულობით მოქალაქე, რომელთა შორის როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ისე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები იყვნენ. რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი მელიას მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებას. ნიკა მელიას დაკავების გარდა, დარბეულია პარტის ოფისი, მათ შორის არქივის, IT-ის ოთახები.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი