თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებების შესაძლო ფალსიფიცირებაზე გამოძიება დაიწყო
საქართველოს პროკურატურამ 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე მტკიცებულებების შესაძლო ფალსიფიცირებაზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.
"მასთან მცხოვრებ ნათესავ გოგონას მ.შ.-ს, რომელიც ფსიქიკური პრობლემებიდან გამომდინარე მეურვეობას საჭიროებს და მასთან ცხოვრობს, სისტემატიური სატელეფონო ურთიერთობა აქვს თამარ ბაჩალიაშვილის დედასთან თეონა თამაზაშვილთან და მის ადვოკატ მიხეილ რამიშვილთან, რომლებსაც მცდარ ინფორმაციას აწვდის იმის შესახებ, რომ თითქოს იგი თამარ ბაჩალიაშვილს იცნობდა და მისი გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით გარკვეულ ინფორმაციას ფლობს. გ.თ.-ს ჩვენებით აღნიშნული არ შეესაბამება რეალობას და მ.შ.-ს წარმოსახვისა და ფანტაზიის ნაყოფი უნდა იყოს. აღნიშნული ასევე დაადასტურა მოწმის სახით გამოკითხულმა მ.შ.-ს ბიძამ ს.ჯ.-მ."
საქმეზე გამოძიება სისხლი სამართლის კოდექსის 3691 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
საქართველოს პროკურატურაში თამარ ბაჩალიაშვილის საქმე უკვე დაიხურა. უწყების განმარტებით, მან თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. ოჯახი ამ ვერსიას არ ეთანხმება.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"