ბათუმის ერთ-ერთ კოვიდსასტუმროში პაციენტი ექთანს თავს დაესხა
ბათუმში, ერთ-ერთ კოვიდსასტუმროში პაციენტი ექთანს თავს დაესხა და დაზიანებები მიაყენა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.
ექთანი ასმათ ვარშალომიძე ამბობს, რომ პაციენტი მეტადონის პროგრამით სარგებლობს და იგი დამატებით ითხოვდა ძლიერმოქმედ მედიკამენტებს.
ამჟამად დაზარალებული ექთანი პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფება.
„ექთანი მას აძლევდა მეტადონს, ღამით არ იყო გათვალისწინებული, მაგრამ მაინც ვაძლევდით გლიცინს და ვალერიანს, თუმც ის არ კმაყოფილდებოდა და უფრო ძლიერ მედიკამენტს ითხოვდა. არ მეგონა, რომ თავს დამესხმებოდა. ერთ-ერთ პაციენტს გვერდით ოთახში წნევას ვუზომავდი, მომეპარა და ხალათით მახრჩობდა. ყელზე მომაბჯინა ბრიტვა, დასერილი მაქვს ხელები. პაციენტი მომეშველა და გადამარჩინა, თორემ არ ვიცი, რით დამთავრდებოდა ეს ყველაფერი. ამჟამად პოლიციაში ვარ დაკითხვაზე“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს სატელეფონო საუბარში ასმათ ვარშალომიძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
უწყების ცნობით, პაციენტი პოლიციამ კოვიდსასტუმროდან ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა. მისი მდგომარეობა სტაბილურია.
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"