აშშ ერაყიდან 2200 სამხედროს სექტემბრის ბოლომდე გაიყვანს
აშშ ერაყიდან სამხედრო დანაყოფების მესამედის გაყვანას გეგმავს.
2200 ამერიკელმა სამხედრომ ქვეყანა სექტემბრის ბოლომდე უნდა დატოვოს. ამ დროისთვის ერაყში კოალიციური ძალების 5200 ჯარისკაცი იმყოფება.
დარჩენილი 3000 სამხედრო ერაყის უსაფრთხოების ძალების კონსულტირებას განაგრძობს. ამის შესახებ გენერალმა კენეტ მაკკენზიმ განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ერაყიდან ჯარების რაც შეიძლება სწრაფად გაყვანის თაობაზე განცხადება გასულ თვეში გააკეთა.
დონალდ ტრამპმა ამერიკული ჯარის "უსასრულო ომებიდან" გამოყვანის პირობა ჯერ კიდევ 2016 წლის საარჩევნო კამპანიის დროს დადო. მიმდინარე წლის იანვარში, ბაღდადში აშშ-ის მიერ ირანელი გენერლის ქასემ სოლეიმანის მკვლელობის შემდეგ კი, ერაყში ამერიკული ჯარის ყოფნა კიდევ უფრო განსაკუთრებული ყურადღებისა და მსჯელობის საგანი გახდა.
სიახლეები
- „მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ…“ – 112 საზოგადოებას აფრთხილებს
- თბილისობის აღნიშვნა 3 439 500 ლარი ჯდება
- აქტივისტი ნიკა ნარსია თბილისის აეროპორტში დააკავეს - მას ედავებიან „გზის გადაკეტვას“
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 20 სექტემბრისთვის
- “როგორ არის ფრანგულად ქაჯუნ? სე ლა ვი!” - გოგა ხაინდრავა სალომე ზურაბიშვილს