რუსული მედიის ცნობით, პუტინის ხელმძღვანელობით ჩატარებული წვრთნების დროს ინციდენტი მოხდა
რუსეთის სტრატეგიული ბირთვული ძალების წვრთნების დასკვნით ეტაპზე, რომელსაც 17 ოქტომბერს პრეზიდენტი პუტინი ხელმძღვანელობდა, შეფერხება მოხდა.
გაზეთი „ვედომოსტი“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებულ ორ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ატომურმა წყალქვეშა კრეისერმა „რიაზანმა“ მხოლოდ ერთი ბალისტიკური რაკეტის გასროლა შეძლო და არა ორის, როგორც ეს გეგმით იყო გათვალისწინებული.
წყაროების ინფორმაციით, მეორე რაკეტამ გამშვები დანადგარის შახტიდან გასვლა ვერ შეძლო და კრეისერი დისლოკაციის ადგილს გაუსროლელი ბალისტიკური რაკეტით დაუბრუნდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში არ უპასუხეს ინციდენტის შესახებ "ვედომოსტის" მიერ გაგზავნილ შეკითხვას.
სამხედრო სწავლება „გრომ 2019“ გასულ კვირაში, 15-17 ოქტომბერს ჩატარდა რუსეთის სამხრეთის და აღმოსავლეთის სამხედრო ოლქებში და ბარენცის და კასპიის ზღვებში. სულ დაგეგმილი იყო 16 ბალისტიკური რაკეტის გაშვება.
სიახლეები
- ქუთაისის მუნიციპალიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის მედალოსანთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა
- ქუთაისელი პარამკლავჭიდელი მსოფლიო ჩემპიონი მეოთხედ გახდა
- “დიდი ბრიტანეთი პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას ამ კვირაში ოფიციალურად აპირებს” - მედია
- 18-მეტრიანი ავტობუსების მორიგი ნაკადი 27 სექტემბრიდან სხვადასხვა მარშრუტზე ეტაპობრივად გადანაწილდება
- “ნაკლებად გვაინტერესებს „ტემუდან“ გამოწერილი ჩინური „ქოცები“ გახარიას სახით, რას იტყვიან 4 ოქტომბერზე, რუსულ პროექტად და „ტროას ცხენად“ დარჩა - აღიარა, რომ მზად არის, საკუთარი ტყავის გადარჩენისთვის მთელ პროცესს უღალატოს” - ანა წითლიძე