"პირველი მოსმენით მხარი დავუჭირე თავდაცვის კოდექსს, მაგრამ მეორე მოსმენით მხარს არ დავუჭერ"
პირველი მოსმენით მხარი დავუჭირე თავდაცვის კოდექსს, მაგრამ მეორე მოსმენით მხარს არ დავუჭერ,- განაცხადა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე.
მისი თქმით, თავდაცვის კოდექსს პირველი მოსმენით მან რიგი მიზეზის გამო დაუჭირა მხარი.
„საქართველოს გარშემო დუღს მთელი რეგიონი და თითქმის მთელი სამყარო. უამრავი მეზობელი ერთმანეთთან დაპირისპირებულია და ჩვენ გარშემო არის სერიოზული და ანგარიშგასაწევი სამხედრო მანქანები, რომელთან დაპირისპირებაც ჩვენს ქვეყანას ძალიან გაუჭირდება მხოლოდ და მხოლოდ პროფესიული არმიით, რომლის რაოდენობაც ძალიან მცირეა. შესაბამისად, ჩვენი ზომის ქვეყანა ისევე, როგორც ფინეთი ან ისრაელი, მზად უნდა იყოს და მოსახლეობის დიდ ნაწილს გავლილი ჰქონდეს სამხედრო წვრთნა/მომზადება და იყოს სხვადასხვა სახის რეზერვში, ვინაიდან თავდასხმის შემთხვევაში სულ რამდენიმე საათი უნდა დასჭირდეს ქვეყანას, რომ იარაღით დააყენოს ყველა. ამ იდეას ვემხრობი და ასეთი შინაარსი აქვს თავდაცვის კოდექსს და მას დღევანდელ დღემდე მხარს ვუჭერდი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
მისი თქმით, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის სისტემა იმაზე უფრო ადრე უნდა ამოქმედდეს, ვიდრე კოდექსშია მითითებული.
„ახალი კოდექსის მიხედვით, კარგი გაწვევის სისტემა უნდა ამოქმედდეს 2025 წლის პირველი იანვრიდან. ჩემთვის გაუგებარია, რატომ წელიწადნახევრის შემდეგ, მაშინ, როდესაც საფრთხეები დღესაც გვაქვს?“ – განაცხადა ელისაშვილმა.
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"