საქართველო შეიარაღეაბაში 200 მილიონზე მეტს დახარჯავს
თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა, რომ ის ბიუჯეტი, რომელიც თავდაცვის სამინისტროს აქვს, არ არის საკმარისი, ვერ პასუხობს სათანადოდ იმ მოთხოვნებს და გამოწვევებს, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას. ამიტომაც მინისტრის თქმით, უწყების ინტენსიურად იმუშავებს თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდასთან დაკავშირებით.
„2021 წელს ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება შეიარაღების შესყიდვა - როგორც ოპერატიულ-ტაქტიკური, ასევე სადაზვერვო-საბრძოლო დრონების შესყიდვა. ასევე ვგეგმავთ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელებას, რომელშიც 80 მილიონი ლარი დაიხარჯება. მთლიანად შეიარაღებაში, ამერიკული გრანტის დახმარებით, დაახლოებით, 200 მილიონზე მეტი იქნება მიმართული. ეს ჯდება ნატო-ს მიერ რეკომენდებულ პარამეტრებში, რაც ბიუჯეტის 20%-ია. ზოგადად, ჩემი მოსაზრებაა და იმედი მაქვს მომდევნო წლებში თქვენი დახმარებაც იქნება, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდაზე აქტიური მუშაობა. ის ბიუჯეტი, რომელიც ჩვენს სამინისტროს აქვს, არ არის საკმარისი, ვერ პასუხობს სათანადოდ იმ მოთხოვნებს და გამოწვევებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. მესმის ძალიან კარგად, რომ ქვეყანაში პანდემიაა, გვიწევს სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრა, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ 2022 წლიდან გაუმჯობესდება მდგომარეობადა მოგვეცემა საშუალება მეტი ყურადღება დავუთმოთ თანამედროვე შეიარაღების მიმართულებით შესყიდვებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"