სომხეთში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა
სომხეთის ხელისუფლებამ, მთიანი ყარაბაღის მოვლენების გამო, ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საერთო მობილიზაცია გამოაცხადა.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
"სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საერთო მობილიზაცია ცხადდება. გადაწყვეტილება ძალაში ოფიციალური გამოქვეყნებისთანავე შევა. მოვუწოდებ შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობას, გამოცხადდნენ სამხედრო კომისარიატებში. ჩვენი სამშობლოს, ჩვენი გამარჯვებისთვის", - წერს ფაშინიანი სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო