კაცი, რომელმაც აფხაზეთიდან ზუგდიდში მოსახვედრად ენგური გადაცურა, გზაში გარდაიცვალა
კაცი, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიიდან ზუგდიდში გადასვლას ცდილობდა, გზაში გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ საზღვრის ჩაკეტვის გამო შუახნის კაცმა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსასვლელად მდინარე ენგური გადმოლახა, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით შუახნის კაცი გარდაცვლილი სოფელ კოკში, საკუთარ ავტომობილში იპოვეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 155-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო