ოკუპირებული გალიდან ბიზნესმენი გაიტაცეს
58 წლის ბიზნესმენი ჯემალ სოსელია გაიტაცეს ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოდან.
ამის შესახებ ინფორმაციას გალის ე.წ. ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი ავრცელებს. ის სოციალურ ქსელში წერს, რომ გატაცებული მოქალაქე საბერიოს მკვიდრია.
მედიის ინფორმაციით, წუხელ 22:00 საათზე ოთხმა შეიარაღებულმა პირმა გააჩერა ბიზნესმენის მანქანა და აიძულა ტრანსპორტი ენგურჰესის მიმართულებით, საოკუპაციო ხაზისკენ წაეყვანა. იმ იმედით, რომ ვინმე შენიშნავდა და დახმარებას გაუწევდა, ჯემალ სოსელიამ ავტომობილი ელექტროსადგურის მიმართულებით წაიყვანა.
"ეხო კავკაზას" ცნობით, გამტაცებლებმა ბიზნესმენს სცემეს. მედიასაშუალების წყარო ამბობს, რომ "ბოროტმოქმედები ქართულად და მეგრულად საუბრობდნენ"
მომხდარის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს გალის ტელევიზიაც. მათი ცნობით, გატაცებულის გამოსასყიდი თანხის თაობაზე შეტყობინება არ ყოფილა.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო