საქართველოს პრეზიდენტმა ცხინვალის რეგიონში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა
საქართველოს პრეზიდენტმა წერილობით მიმართა საერთაშორისო ორგანიზაციების, გაეროსა და ევროკავშირის ხელმძღვანელებს, ასევე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს, რათა გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით კი, ცხინვალის რეგიონში შექმნილი ვითარების ესკალაცია, მოხდეს მოსახლეობის საფრთხეებისგან დაცვა და მომავალში აღარ დაირღვეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები.
საქართველოს პრეზიდენტმა მიმართვაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სოციალური და ჰუმანიტარული მდგომარეობა მუდმივად და სწრაფად უარესდება, სისტემატურად და უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები, ადგილი აქვს საქართველოს მოქალაქეების გატაცებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებს.
ხშირია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უკანონო საპატიმროებში ადამიანების გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების შემთხვევები, ასევე, სისტემატურ ხასიათს ატარებს ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა.
ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე