"სამხრეთ ოსეთის ხალხი მომავალს მხოლოდ რუსეთთან ერთად ხედავს"
სამხრეთ ოსეთის ხალხი საკუთარ მომავალს მხოლოდ რუსეთთან ერთად ხედავს, - ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა.
ე.წ. პრეზიდენტის თქმით, 2008 წლის აგვისტოში საქართველოს მიერ განხორციელებული „თავდასხმის“ შემდეგ, მოსახლეობა დიდ მოლოდინში ცხოვრობდა, გადადგამდა თუ არა რუსეთი ისეთ ნაბიჯს, რომელიც „საქართველოს ახალ ავანტიურამდე საიმედო ბარიერს შექმნიდა“.
„2008 წლის 8 აგვისტოს ღამით საქართველოს მიერ განხორციელებული თავდასხმისა და ომის საშინელი დღეების შემდეგ ჩვენი გაუტეხელი ხალხი დიდ მოლოდინში ცხოვრობდა: გადაიდგმებოდა თუ არა გადამწყვეტი ნაბიჯი, რომელიც საქართველოს ახალ სამხედრო ავანტიურამდე საიმედო ბარიერს შექმნიდა. პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის განცხადება, რუსეთის ფედერაციის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით, ნამდვილ საერთო ეროვნულ დღესასწაულად იქცა“, - აღნიშნა ბიბილოვმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის „დამოუკიდებელ სახელმწიფოდ“ გამოცხადების წლისთავს აღნიშნავენ. რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარა.
სიახლეები
- "ნინო დათაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა იმის გამო, რომ მისმა ადვოკატმა წარადგინა დოკუმენტები მის ფსიქოლოგიურ არამდგრადობასთან დაკავშირებით" - პროკურატურა
- "ხაზარაძე-ჯაფარიძის კონსორციუმმა ვერ შეძლო ინვესტორის მოზიდვა, შემდეგ იკადრეს და სცადეს, ბიუჯეტიდან წაეღოთ ხალხის ფული სრულიად უსამართლოდ, თუმცა, არბიტრაჟმა მიიღო სამართლებრივი გადაწყვეტილება"
- "ეს ადამიანები უწყვეტად საუბრობენ მშვიდობიან რევოლუციაზე, ხან არამშვიდობიან რევოლუციაზე, დამხობაზე, მშვიდობიანი დამხობა ერთგვარი ოქსიმორონია"
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ ნარკოდანაშაულისთვის სამი პირი, მათ შორის დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში