„კორონავირუსმა თბილისსა და სოხუმს შორის ახალი დავა გამოიწვია - აფხაზეთი ჯიუტად უარყოფს რესპუბლიკაში დაავადებულების არსებობას“
რუსულ გაზეთ «Независимая газета»-ში დაბეჭდილია სტატია სათაურით „კორონავირუსმა თბილისსა და სოხუმს შორის ახალი დავა გამოიწვია // აფხაზეთი ჯიუტად უარყოფს რესპუბლიკაში დაავადებულების არსებობას“, რომელშიც აფხაზეთიდან კორონავირუსით დაავადებული ქალის ზუგდიდში გადმოყვანის ფაქტს ეხება.
ტელეარხ „რუსთავი-2“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იგი თურმე აფხაზეთში რუსეთის მხრიდან შევიდა, გალის რაიონში ყოფნისას თავი შეუძლოდ იგრძნო, ჯერ ადგილობრივ საავადმყოფოს მიმართა, შემდეგ კი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოსვლა მოახერხა. „ქართველმა ექიმებმა დაინფიცირებული მოქალაქე ზუგდიდის ახლოს მდებარე რუხის მრავალპროფილურ კლინიკაში მოათავსეს“, - ნათქვამია სტატიაში.
პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა, სამედიცინო მომსახურების მხრივ, ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობასაც დახმარებას უწევს. რუხის კლინიკაც, პრინციპში, არამხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის აშენდა, არამედ გამიზნული იყო აფხაზეტის მოსახლეობისთვისაც. მისი მშენებლობა 15 მილიონი დოლარი დაჯდა. დღეს 200-ადგილიანი საავადმყოფოს 11 ხელოვნური სუნთქვის აპარატი აქვს, რაც შეიძლება თბილისის კლინიკებსაც კი შეშურდეთ. აფხაზები წინა წლებში ხშირად გადმოდიოდნენ გამყოფ ხაზზე (ენგურის ხიდით) და რუხისა და თბილისის საავადმყოფოებში უფასოდ მკურნალობდნენ. ვერ ვიტყვით, რომ ასეთი ნაბიჯს თბილისისთვის პოლიტიკური დივიდენდები მოჰქონდა - დიახ, გამოჯანმრთელებული აფხაზები ქართველ ექიმებს მადლობას უხდიდნენ, მაგრამ ამით სოხუმისა და თბილისის ურთიერთობა არ გაუმჯობესებულა.
უეჭველია, ახლაც ქართველი ექიმები აფხაზეთიდან გადმოყვანილ პაციენტის მკურნალობაში დიდ ძალისხმევას მოახმარენ, მაგრამ ამ ფაქტთან დაკავშირებულმა ისტორიამ გაუგებრობა წარმოქმნა, - წერს გაზეთი. „სოხუმში ჯერ გაკვირვება გამოხატეს „რუსთავი-2“-ის სიუჟეტის გამო და განაცხადეს, კორონავირუსით დაავადებულები ჩვენთან არ არიანო, შემდეგ კი ოპერატიულმა შტაბმა განცხადება გააკეთა - აფხაზეთ-საქართველოს საზღვარი დახურულია ბოლო სამი დღის განმავლობაში არავის გადაუკვეთავსო. თავის მხრივ, თბილისი თავის პოზიციას იცავს. უფრო მეტიც, სამეგრელოში საკარანტინო ზომების გამკაცრება გამოცხადდა“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.
სტატიის დასასრულს მოკლედაა მიმოხილული საქართველოში შექმნილი ვითარება კორონავირისის ეპიდემიის საკითხში, გადმოცემულია ქვემო ქართლში არსებული სიტუაცია.
მოამზადა სიმონ კილაძემ
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"