სოფელ ატოცთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ლითონის ბადეები მიიტანეს
ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ატოცის განაპირას შეიარაღებული პირები გამოჩნდნენ.
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აღნიშნულ ტერიტორიაზე ლითონის ბადეები მიიტანეს.
„შეიარაღებული პირები ატოცის განაპირას დღეს გამოჩნდნენ. მათ აღნიშნულ ტერიტორიაზე მოიტანეს ლითონის ბადეები. აღნიშნული პირები იმყოფებიან იმ ადგილზე, სადაც რამდენიმე თვის წინ ბოძები დაამონტაჟეს. ბოძები დამონტაჟებულია გამყოფი ხაზის პერიმეტრის დაახლოებით 500-მეტრიან მონაკვეთზე“, - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა.
ატოცში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, გორში მყოფმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სიტუაციაში გარკვევის შემდეგ გაკეთდება კომენტარი.
„დღეს, მთელი დღის განმავლობაში ვართ გორში. გავერკვევით სიტუაციაში და გიპასუხებთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"