"საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ნაბიჯების გადასადგმელად რუსეთი ნამდვილად მზად არის" - დიმიტრი პესკოვი
საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ნაბიჯების გადასადგმელად რუსეთი ნამდვილად მზად არის , - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.
„განსაზღვრული ვადები არ არსებობს, მაგრამ ის, რომ რუსეთი ნამდვილად მზად არის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ნაბიჯები გადადგას, ეს მართლაც ასეა. ჩვენ დაინტერესებული ვართ კარგი ურთიერთობების დამყარებით ყველა იმ ქვეყანასთან, რომელიც ამისთვის მზად არის და ვისაც ეს სურს“, - განაცხადა პესკოვმა.
ცნობისთვის, მანამდე, რუსულ მედიასთან ინტერვიუში, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა განაცხადა, რომ „მოსკოვი მზადაა, თბილისთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს“.
„მზად ვართ წავიდეთ იმდენად შორს, რამდენადაც ქართული მხარე მზად იქნება. აქ ჩვენთვის არანაირი შეზღუდვა არ არსებობს“, - აღნიშნა გალუზინმა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი