ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის რეგულარული ფრენები პირველი მაისიდან დაიწყება
ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის რეგულარული ფრენები 1-ელი მაისიდან დაიწყება,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, სერგეი კირიენკომ განაცხადა.
მისივე თქმით, 1-ელი მაისიდან სოხუმის აეროპორტში სრულფასოვანი ავიამიმოსვლა ამოქმედდება.
ცნობისთვის, მოსკოვიდან ოკუპირებული სოხუმის აეროპორტში, 1993 წლის შემდეგ პირველად, საცდელი რეისი ავიაკომპანია ЮВТ Аэро-ის მიერ 7 თებერვალს განხორციელდა, რაც საქართველოს საგარეო უწყებამ და საერთაშორისო საზოგადოებამ დაგმო.
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს