,,არნახული სიძულვილია ჩვენს ირგვლივ, წარმოუდგენელი ხარისხია ამ სიძულვილის"- დეკანოზი ალექსანდრე გალდავა
არნახული სიძულვილია ჩვენს ირგვლივ, წარმოუდგენელი ხარისხია ამ სიძულვილის, – ამის შესახებ წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ მიმდინარე პროცესების შეფასებისას განაცხადა.
„წარმოუდგენელი ხარისხია ამ სიძულვილის და დაპირისპირება არის ძალიან მაღალი. გვეგონა, რომ ქართველებს გვაერთიანებს – ერთი ღმერთი და ერთი ეკლესია, აღმოჩნდა, რომ ეკლესიის მრევლიც კი დაუფლებულები არიან ამ სიძულვილის ტირაჟირებით და დაპირისპირებით. ეს იყო ჩემთვის ძალიან მძიმე სანახავი და ახლაც ძალიან მძიმედ აღვიქვამ ამას იმიტომ, რომ ადამიანები გადაეკიდნენ ერთმანეთს და ისე უპირისპირდებიან, რომ სამკვდრო-სასიცოცხლოდ არიან გადამტერებული – ახლობლები, ოჯახის წევრები.
რაღაც უბედურების ზღვარზე ვდგავართ დღეს და ყველამ ალბათ, რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ, რომ ჩავაქროთ ეს აღელვება და მშვიდობიან ცხოვრების წესში ჩავდგეთ. ეს ყველაფერი ჩემთვის არის სიგნალი, საზომი იმისა, რომ ძალიან შორს ვართ ჩვენ ქრისტიანობისგან, მთელი ერი“, – აღნიშნა დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ.
სიახლეები
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ლაშა დარსალიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ოთხი თვე გავიდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობრივი შტურმიდან"- შალვა პაპუაშვილი
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს