ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ რუსეთმა აფხაზეთიდან მანდარინის შეტანა აკრძალა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი ვალერი ბგანბა აცხადებს, რომ რუსეთმა აფხაზეთიდან მანდარინის შეტანა აკრძალა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მისივე თქმით, აფხაზეთის სანიტარული სამსახურები უარყოფენ რუსული მხარის ბრალდებას, რომ ციტრუსებში მავნე პარაზიტია.
ამასთან, რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „რია ნოვოსტი“ წერს, რომ მანდარინის რუსეთში ექსპორტი ზამთარში აფხაზი ფერმერების შემოსავლის მთავარ წყაროს წარმოადგენს. ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთში ამ სეზონზე 36 ათასი ტონა ციტრუსის შეტანა იგეგმებოდა.
ცნობისთვის, მანამდე ტელეგრამარხებით გავრცელდა ცნობა, რომ რუსეთს ოკუპირებული აფხაზეთისთვის სანქციების დაწესება ასლან ბჟანიამ სთხოვა, რომელმაც ცოტა ხნის წინ დატოვა დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის პოსტი.
კრემლის წყაროების ცნობით, ამ გზით ბჟანია ოკუპირებულ აფხაზეთში კრიზისის გამწვავებას ცდილობს, რაც, მისი აზრით, მას ძალაუფლების დაბრუნების შესაძლებლობას მისცემს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ რუსეთის მხრიდან ფინანსური დახმარება თითქმის სრულად შეწყდა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, რომ არსებობს სერიოზული საფრთხე, რომ ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი უწყებების თანამშრომლებმა ვერ მიიღონ ხელფასი.
ცნობისთვის, მოსკოვმა ჯერ კიდევ სექტემბერში ნაწილობრივ შეწყვიტა ოკუპირებული რეგიონის დაფინანსება. კრემლი ითხოვდა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებას დაემტკიცებინა „საინვესტიციო შეთანხმება“, რომლის ე.წ. პარლამენტში განხილვის გამოც ნოემბერში ასლან ბჟანია იძულებული გახდა, ე.წ. პრეზიდენტის პოსტიდან გადამდგარიყო. მოგვიანებით ეს შეთანხმება ოკუპირებული ტერიტორიის ე.წ. პარლამენტმა არ დაამტკიცა.
ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წლის 15 თებერვალს დანიშნეს.
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"