,,ახალგაზრდობის სახელით ნუ ლაპარაკობენ ადამიანები, რომლებიც მოქმედებენ იმ გეგმით, რამაც უკრაინა მაიდნამდე მიიყვანა"- გიორგი ვოლსკი
,,ახალგაზრდა ძალიან ბევრია საქართველოში და ახალგაზრდობის სახელით ნუ ლაპარაკობენ ადამიანები, რომლებიც მოქმედებენ იმ გეგმით, რომელმაც მაიდნამდე მიიყვანა უკრაინა”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, გიორგი ვოლსკიმ აქციაზე განვითარებულ პროცესებზე საუბრისას განაცხადა.
„მგონია, რომ გარკვეულწილად ინფორმაციის ნაკლებობა განაპირობებს ამ აქციაში ახალგაზრდების მონაწილეობას. აბსოლუტურად მოგონილი თემაა თითქოს ევროპისკენ სვლა შეჩერებულია, ვინაიდან ყველა მაჩვენებლით ჩვენ არამარტო კანდიდატ ქვეყნებს, ზოგიერთ ევროკავშირის წევრსაც ვუსწრებთ. მეორე საკითხია, რაც საგანგაშოა, რომ პოლიტიკური ლიდერები ჩამოყალიბდნენ ისეთ მავნებლებად, რომელთაც ერთადერთი სახელი შეიძლება დაარქვა – ქვეყნის წინაშე დამნაშავეები. შავი ლაქა სიმბოლოდ გაიხადეს. გული ძალიან მწყდება, რომ ამდენი ახალგაზრდა შეცდომაშია შეყვანილი. ახალგაზრდა ძალიან ბევრია საქართველოში და ახალგაზრდობის სახელით ნუ ლაპარაკობენ ადამიანები, რომლებიც მოქმედებენ იმ გეგმით, რომელმაც მაიდნამდე მიიყვანა უკრაინა. სისხლის ღვრაზეა საუბარი“, – განაცხადა ვოლსკიმ “ქრონიკასთან” საუბრისას.
ცოტა ხნის წინ მელიქიშვილის გამზირზე, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ მომიტინგეებს გამზირის დატოვებისკენ მოუწოდა. ასევე, პოლიციამ ტერიტორიას განარიდა რამდენიმე პირი. გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადით ტერიტორიიდან გაიყვანეს. ამ წუთებში, მელიქიშვილის გამზირზე ოპოზიციონერი ლიდერები კვლავ რჩებიან. ისინი თბილისის ქუჩების პარალიზებას გეგმავენ.
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს