ოკუპირებულ აფხაზეთში კოდორის ხიდი გახსნეს
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ადგილობრივი ოპოზიციის მხარდამჭერებმა ოჩამჩირის რაიონის სოფელ აძიუბჟას მიმდებარედ კოდორის ხიდი გახსნეს.
აქციის მონაწილეებთან მივიდნენ აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის წევრი ბესლან ემურხბა და ოჩამჩირის რაიონის გამგებელი ბესლან ბიგვავა. ისინი დაკავებული ოპოზიციონერების ახლობლებს დაჰპირდნენ, რომ მათ უახლოეს მომავალში გაათავისუფლებენ.
ხიდის გახსნას ადასტურებს დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი რაულ ლოლუაც.
„კოდორის ხიდი განბლოკილია. მოძრაობა აღდგენილია რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელსა და აქციის მონაწილეებს შორის მოლაპარაკების შემდეგ“, - განაცხადა ლოლუამ "ტასთან" კომენტარში.
ტელეგრამის არხების ცნობით, კოდორის ხიდზე შეხლა-შემოხლა იყო პროტესტანტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის. დეტალები არ არის ცნობილი. აქციის მონაწილეებს ამ დრომდე კვლავ ჩაკეტილი აქვთ სოხუმისკენ მიმავალი საკვანძო საგზაო მონაკვეთები - გუმისთისა და ქვემო გუმისთის ხიდები. გუმისთის ხიდზე უშვებენ მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტს. კერძო ავტომობილებისთვის ხიდი ისევ გადაკეტილია.
შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო ტალღა ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენლის დაკავებას მოჰყვა, რომლებიც რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების რატიფიკაციას ეწინააღმდეგებიან. მომიტინგეებმა სოხუმის ქვემო და ზემო გუმისთასა და კოდორის ხიდები გადაკეტეს.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა