,,რუსეთი იძულებული უნდა გახდეს, დათანხმდეს მშვიდობას"- ვოლოდიმერ ზელენსკი
უკრაინის ლიდერებმა, მათ შორის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ, პირველი საჯარო განცხადებები გააკეთეს უკრაინის ძალების მოულოდნელ შეჭრაზე რუსეთის კურსკის რეგიონში. ზელენსკის თქმით, მოსკოვი "იძულებული უნდა გახდეს, დათანხმდეს მშვიდობას".
"რუსეთმა ომი სხვებს მოუტანა და ახლა ომი სახლში ინაცვლებს. უკრაინას ყოველთვის მხოლოდ მშვიდობა სურდა და ჩვენ მშვიდობას ნამდვილად უზრუნველვყოფთ", - თქვა ზელენსკიმ 12 აგვისტოს საღამოს ვიდეომიმართვაში. "რუსეთი იძულებული უნდა გახდეს, დათანხმდეს მშვიდობას, თუკი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ასე ძალიან უნდა ომი", - ამბობს უკრაინის ლიდერი.
ზელენსკი გამოდის სამშვიდობო გეგმით, რომელიც მოიცავს რუსეთის ძალების გასვლას უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან. თუმცა პუტინი კვლავ თავის პოზიციაზეა - უკრაინამ რუსეთს უნდა გადასცეს აღმოსავლეთის და სამხრეთის ოთხი რეგიონი, რომლებიც რუსეთს ნაწილობრივ ოკუპირებული აქვს და რომლებზეც მთლიანად აცხადებს პრეტენზიას. პუტინის ამ პოზიციას კიევი გადაჭრით უარყოფს.
ზელენსკის თქმით, საზღვრის მიღმა, რუსეთში, წარმოებული ოპერაცია წარმოადგენს "მხოლოდ უსაფრთხოების საკითხს" მისი ქვეყნისთვის. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მისმა ძალებმა დაიკავეს ის საზღვრისპირა არეალები, რომლებსაც რუსეთი იყენებდა უკრაინის სუმის რეგიონის წინააღმდეგ 2100-მდე თავდასხმაში, 1 ივნისის შემდეგ.
სირსკიმ საზღვრის მიღმა ოპერაციის შესახებ თავის პირველ საჯარო გამოსვლაში 12 აგვისტოს თქვა, რომ კურსკის რეგიონში მისი ძალები აკონტროლებენ 1000-მდე კვადრატულ კილომეტრს.
სიახლეები
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ლაშა დარსალიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ოთხი თვე გავიდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობრივი შტურმიდან"- შალვა პაპუაშვილი
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს