"რუსეთი ცდილობს, რომ, აფხაზეთის გავლით, სომხეთთან სარკინიგზო კავშირი აღადგინოს" - ზახაროვა
რუსეთი ცდილობს, რომ, აფხაზეთის გავლით, სომხეთთან სარკინიგზო კავშირი აღადგინოს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
„ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ იმ ფართომასშტაბიანი საგზაო რუკის აღსადგენად, რომელიც დასახულია. ეს საგზაო რუკა მოიცავს დოკუმენტებს, რომლებიც ხელმოწერილია სახელმწიფოს მეთაურებისა და ჩვენი ქვეყნების მთავრობების ეგიდით დაქვემდებარებული შესაბამისი კომისიების დონეზე. ყველაფერი კეთდება ყოველდღიურად, რათა ეს მოხდეს“, - განაცხადა ზახაროვამ.
მანამდე რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა სერგეი კატირინმა აფხაზეთის ტერიტორიაზე სარკინიგზო ტრანზიტის დაწყების აუცილებლობის შესახებ განაცხადა. გარდა ამისა, აღნიშნული თემა ე.წ. რუსულ-ქართული ბიზნეს საბჭოს სხდომაზეც განიხილეს.
საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსეთ-საქართველოს სარკინიგზო კომუნიკაციის აღდგენის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"