"თუ გსურს მშვიდობა, ომისთვის მოემზადე“ - ასლან ბჟანია
სოხუმის დე ფაქტო ლიდერი ასლან ბჟანია Russia Today-თვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ დე ფაქტო ხელისუფლება შეეცდება თბილისთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწეროს.
ბჟანია აცხადებს, რომ სამშვიდობო შეთანხმებაზე საუბარი უკვე 10 წელზე მეტია მიდის, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ. ინფორმაციას apsadgil.info ავრცელებს.
„ისინი ჩვენ არ გვხედავენ, ანუ თითქოს ჩვენ არ ვარსებობთ. ალბათ მხედველობის პრობლემა აქვთ. მაგრამ ჩვენ ვარსებობთ, ეს შემდგარი ფაქტია. აფხაზეთის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი - დიდი ხნის წინ გადაწყვეტილი საკითხია. აი ჩვენ კი მათ ვხედავთ და ამიტომ გვინდა მათთან კეთილმეზობლური ურთიერთობები. ალბათ ქართული მხარე ამისთვის ჯერ არ მომწიფდა. ვიდრე ომს იწყებთ, უნდა დაფიქრდეთ თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას. 1992-1993 წლის ომის შემდეგ სხვა რეალობა შეიქმნა და მისი აღიარებაა აუცილებელი“ - განაცხადა ბჟანიამ.
დე ფაქტო ლიდერი აცხადებს, რომ ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობას გააგრძელებს. მისი თქმით, სოხუმს მშვიდობა სურს, მაგრამ ძველი რომაული ანდაზაც ახსოვს «Si vis pacem, para bellum“ – „თუ გსურს მშვიდობა, ომისთვის მოემზადე“.
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე