ცესკო განცხადებას ავრცელებს
ცენტრალური საარჩევნო კომისია განცხადებას ავრცელებს, რომლითაც თანამშრომმლების სამსახურიდან წასვლის შესახებ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ცენტრალური საარჩევნო კომისია მოუწოდებს საზოგადოებას, თავი შეიკავოს დეზინფორმაციის გავრცელებისგან.
"სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის 7-მა წევრმა დატოვა დაკავებული პოზიცია. აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს. მივმართავთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს - თავი აარიდონ დეზინფორმაციის გავრცელებას და არ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში, ცრუ ინფორმაციის გავრცელებით" - აღნიშნულია ცესკო-ს განცხადებაში.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო