"პოლიტიკოსებს, რომლებიც ახლა ღიმილის მომგვრელი განცხადებებით გამოდიან, ვურჩევ, დაუჯერონ არჩევნების შედეგებს" - თალაკვაძე
„დღეს, ჩვენმა მოქალაქეებმა თავისი ხმა და არჩევნებში მონაწილეობა გამოიყენეს იმისთვის, რომ ერთად შევქმნათ უკეთესი მომავალი და „ქართული ოცნება“ მომავალზე იღებს პასუხისმგებლობას“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, „ქართული ოცნება“ არის გარანტია იმისა, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებები იქნება დაცული.
„ჩვენ ვართ გარანტორი, რომ თავისუფლების ხარისხი, ადამიანის უფლებების დაცვა, წარმატებები საგარეო პოლიტიკაში, ეკონომიკის აღდგენა, ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება, სამართლიანი ურთიერთობები სახელმწიფოს და მოქალაქეს შორის - ეს ყველაფერი იქნება გარანტირებული“, - განაცხადა თალაკვაძემ.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იმარჯვებს არამხოლოდ თბილისში, არამედ სხვა მაჟორიტარულ ოლქებშიც. ამასთან, როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, არ აქვს მნიშვნელობა, თუ რას ამბობს რადიკალური ოპოზიცია.
„ყველამ ვნახეთ, თუ რა იყო ჩვენი მოქალაქეების სურვილი არჩევნებში, მოქალაქეებმა ცხადად უთხრეს ყველას, მათ შორის, პოლიტიკურ პარტიებს, რომ მათ სურთ მხოლოდ მშვიდობიანი განვითრება, ამიტომ ამ არჩევანს, რომელიც არის უზენაესი და ყველაზე ძლიერი დემოკრატიაში, ვერ შეცვლის ვერცერთი ცალკე აღებული რადიკალური ძალა. ამ პოლიტიკოსებს, რომლებიც ახლა ღიმილის მომგვრელი განცხადებებით გამოდიან, ვურჩევ, რომ დაუჯერონ არჩევნების შედეგებს, დაუჯერონ იმ შედეგებს, რომელსაც საზოგადოებას ცენტრალური საარჩევნო კომისია აწვდის და დაერმორჩილონ ჩვენი საზოგადოების დემოკრატიულ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა თალაკვაძემ.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა