"თბილისში მესამე პარტია ვართ - მომავალი ჩვენია" - გირჩი
"გირჩი" ეგზიტპოლებს ეხმაურება და საკუთარი შედეგის წინასწარ მონაცემებს პოზიტიურად აფასებს.
"მგონია რომ შესაძლოა 3%-ზე ცოტა მეტიც იყოს, საბოლოო შედეგი რათქმაუნდა ხმების დათვლის შემდეგ გამოჩნდება. ყველაზე მნიშვნელოვან გამარჯვებად მიმაჩნია, რომ თბილისში მესამე პარტია ვართ, რაც ნიშნავს, რომ მომავალი ჩვენია", - თქვა "გირჩის" ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ.
პარტიის საარჩევნო სიის მე-10 ნომრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის თქმით, არჩევნების პირველადი შედეგები ძალიან პოზიტიურია.
"მნიშვნელოვანია, რომ თბილისში მესამე პარტია ვართ. რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მომავალი არჩევნებისთვის ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს და საბოლოო ჯამში იგივე შედეგები შეგვიძლია რეგიონებშიც გავიმეოროთ.
ზოგადად წინ საინტერესო საპარლამენტო ცხოვრება გველის იმიტომ, რომ როგორც ჩანს ოპოზიციას პარლამენტში უმრავლესობა ექნება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მომავალ კოალიციაში ის ადგილი დავიკავოთ, რომელიც ჩვენი იდეების რეალიზაციას ხელს შეუწყობს", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს