"ინფორმაცია, თითქოს ავღანეთში ხმის მიცემის პროცესი დასრულდა, ტყუილია" - თავდაცვის სამინისტრო
ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ავღანეთში არჩევნები ჩატარდა, ხმის მიცემის პროცესი დასრულდა და გამარჯვებულიც გამოაცხადეს, სიმართლეს არ შეესაბამება.
ამის შესახებ განცხადებას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
"ეს არის “ფეიკ ნიუსის” კლასიკური მაგალითი.საარჩევნო უბნები ავღანეთში საქართველოს დროით 20:00-ზე დაიხურება, ხოლო შედეგს ცენტრალური საარჩევნო კომისია გამოაცხადებს. დაელოდეთ შედეგებს მოქალაქეებო, ნუ ატყუებთ ამომრჩევლებს. სირცხვილია”, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა,ნიკოლოზ მოლოდინაშვილმა.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს