"ოცნების" აქტივისტი ფულს არიგებდა" - აცხადებს ოპოზიციის წარმომადგენელი
"ქართული ოცნების" აქტივისტი მოქალაქეებს ფულს ურიგებდა", - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა განუცხადა.
მისივე თქმით, მას ამ ფაქტის დამადასტურებელი ფოტომასალა აქვს და ადგილზე უკვე გამოიძახა სამართალდამცავები.
"გადაღებული გვაქვს, რომ "ქართული ოცნების" კოორდინატორი მოქალაქეებს ფულს ურიგებდა. დამინახა, რომ ვუღებდი და მაშინვე დამალა ყველაფერი. გამოძახებულია პოლიცია, მაგრამ ჯერ არ მოსულან", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა.
"ქართული ოცნების" წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ საარჩევნო პროცესი ნორმის ფარგლებსი მიმდინარეობს და არანაირ აჟიოტაჟს ადგილი არ აქვს.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს