ამერიკის ელჩი მარნეულში საარჩევნო უბანთან მივიდა
ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი მარნეულში რამდენიმე საარჩევნო უბანთან მივიდა.
ის არჩევნების პროცესს გაეცნო.
ელჩის თქმით, მნიშვნელოვანია, პროცესი მშვიდ გარემოში გაგრძელდეს. მისი განცხადებით, მთავარია მოსახლეობის აქტიურობა.
"მიხარია, რომ ვხედავ არჩევანის გასაკეთებლად მოსულ ხალხს. რაც მთავარია, ისინი იცავენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ წესებს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია დაცული იყოს თავისუფლად ხმის მიცემის, საკუთარი ლიდერის არჩევის უფლება და შემდგომ, მათი ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა ხალხის წინაშე. სამართლიან არჩევნებში ადგილი არ უნდა ჰქონდეს ამომრჩეველთა დაშინებას, ხმათა მოსყიდვებს და სხვა რაიმე სახის იძულებას. ჩვენ, საელჩოს გვყავს 75 დამკვირვებელი, რომლებიც აკვირდებიან უბნებს და ასევე, ახორციელებენ მედიამონიტორინგს. ეს დღე, ეს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი და ის უნდა ჩატარდეს ისე, რომ ქართველები აღნიშნულით ამაყობდნენ. ჩემი დაკვირვებით, არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ გარემოში და იმედი მაქვს, ასე გაგრძელდება. აუცილებლად, მიდით არჩევნებზე“, - კელი დეგნანი.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს