მარნეულში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
მარნეულში, „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ.
არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა, რომლებიც ტელეკომპანია "მთავარის" გადამღები ჯგუფის წევრები არიან. ასევე, დაზიანდა ავტომობილიც. ადგილზე მივიდა სასწრაფო დახმარების ჯგუფი.
დაპირისპირებულ მხარეებს შორის ვითარების განმუხტვას პოლიცია ცდილობს.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი