„თუ ადრე კორუფციულ გარიგებებს ვებრძოდით, ახლა პოლიტიკური კორუფციის შედეგებს ვიმკით“
"ვერა და ვერ ვეღირსეთ დამოუკიდებელ საქართველოში დამოუკიდებელ სასამართლოს,"- ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „სოციალური სამართლიანობისთვის“ ლიდერი მამუკა ტუსკაძე აცხადებს.
მისი თქმით, ბევრი რეფორმა წამოიწყეს შევარდნაძის დროიდან მოყოლებული დღემდე, მაგრამ ყველა მათგანმა განიცადა კრახი.
"თუ რამ განვითარდა, მხოლოდ ტექნიკური თვალსაზრისით. მაგალითად, აღარ ხდება ხელით ჩაწერა, ვსარგებლობთ კომპიუტერით. ეს არ არის ამ ან რომელიმე სხვა ხელისუფლების მონაპოვარი. ეს არის 21-ე საუკუნის თანმდევი პროცესი, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების შედეგი. პრობლემა ისაა, რომ სასამართლო დღემდე არ არის თავისუფალი. თუ ადრე კორუფციულ გარიგებებს ვებრძოდით, ახლა პოლიტიკური კორუფციის შედეგებს ვიმკით. ბუნებრივია, არიან მოსამართლეები, რომლებიც სამართლებრივად სწორად იღებენ გადაწყვეტილებას, მაგრამ... განსაკუთრებით მძიმეა მდგომარეობა სისხლის სამართლის მიმართულებით. 32 მოსამართლეა სისხლის სამართალში. მათი უმრავლესობა გახმაურებულ თემებზე იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. ნაკლებად გახმაურებულ ან გაუხმაურებელი ფაქტების შემთხვევაშიც, რომელიც, გარკვეულწილად, სახელმწიფოებრივ დანაშაულს ეხება, ფაქტობრივად, ადამიანებს სჯიან არა მოქმედი კანონმდებლობის, ან მოთხოვნილი საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, არამედ იმის მიხედვით, თუ როგორ გადაწყვეტს, მაგალითად, მოსამართლეების „შეფი“ მურუსიძე. ვფიქრობ, მურუსიძის და მისი გუნდის მმართველობა (კლანს ვერ ვუწოდებ მაინც) უნდა დასრულდეს. ამ თემაზე ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობდა. ბუნებრივია, სხვა უფლებადამცველებთან, იურისტებთან ერთად მეც ვიყავი ჩართული პროცესში, მაგრამ სასურველ შედეგამდე ვერ მივედით,"- განაცხადა მამუკა ტუსკაძემ.
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"