"არ გავჩუმდები, თუნდაც ეს დამიჯდეს მხარდაჭერის დაკარგვად" - ზურა ჯაფარიძე
პარტია "გირჩის" ლიდერი ზურა ჯაფარიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელ განცხადებას ეხმაურება.
ის ამბობს, რომ არ აპირებს გაჩუმებას იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს დიდუბე-ჩუღურეთში "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერის დაკარგვად დაუჯდება.
"1. ოპოზიციური პარტიები ჩუმად ან მოზომილი არიან, იმიტომ რომ ა) ნაციონალური მოძრაობის სიაში ზიან ან ბ) ნაციონალურ მოძრაობასთან ბლოკში არიან ან გ) ნაციონალური მოძრაობის ხმები სჭირდებათ მათ მაჟორიტარებს (სადაც შეთანხმებული კანდიდატებია) ან დ) ფიქრობენ რომ პრეზიდენტ სააკაშვილის კრიტიკით ოპოზიციურ ფლანგს დააზიანებენ. მე არ გავჩუმდები არც ერთი ამ მიზეზის გამო, თუნდაც ეს დამიჯდეს დიდუბე-ჩუღურეთში ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერის დაკარგვად
2. პრეზიდენტ სააკშვილს არ სურს ივანიშვილის დამარცხება იმაზე მეტად ვიდრე ძალაუფლების კვლავ ხელში ჩაგდება. მეტიც, მას არ სურს ნაციონალურმა მოძრაობამ დაამარცხოს ივანიშვილი მის გარეშე. ერთადერთი რაც მას ამოძრავებს არის ძალაუფლების წყურვილი. ‘საერთოდ არ მინდა თანამდებობა’, ‘მხოლოდ 2 წელი ვიქნები პრემიერი’ და მსგავსი განცხადებები არის იაფფასიანი ბლეფი, რომელსაც მის პარტიაშიც კი არავინ ჭამს
3. ოპოზიციური პარტიების, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის, პასუხისმგებლობაა დღეს რომ ერთი მხრივ ივანიშვილის მმართველობა დავასრულოთ და მეორეს მხრივ არ დავუშვათ ძალაუფლების ისევ პრეზიდენტ სააკაშვილის (ან ვინმე სხვის) ხელში კონცენტრაცია. ესაა დღეს მოქალაქეთა უმრავლესობის დაკვეთა, იმათი დაკვეთა ვინც პროპორციულ არჩევნებს ითხოვდა თვეების განმავლობაში რუსთაველზე. რთული ამოცანაა, მაგრამ არა შეუსრულებელი. ამისთვისაა საჭირო სისტემის ფუნდამენტური ცვლილება, რაზეც ვთანხმდებით პარტიები და რაც შეუძლებელს გახდის ერთპიროვნულ მმართველობას. და ამას უნდა ვუხსნიდეთ 24 საათი ამომრჩეველს
4. ესაა ის მოცემულობა რომელშიც ვოპერირებთ, და აქ დასამალი არაფერია. პირიქით, თუ ამ არჩევნების მართლა მოგება გვინდა და მართლა ვაპირებთ ამ ქვეყნის ფუნდამენტურად შეცვლას (გირჩს ეს უნდა, სხვა არაფერი), მაშინ სიმართლის ხმამაღლა ლაპარაკი არის ერთადერთი სწორი გზა", - წერს ზურა ჯაფარიძე Facebook-ზე.
სიახლეები
- “როდესაც შენ, კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ლიდერისგან ქირაობ რეზიდენციას და ამის შემდეგ გამოდიხარ ამ პოლიტიკური პარტიის გულმხურვალე მხარდამჭერად, აქ კითხვები ერთიორად მძაფრდება” - ირაკლი კობახიძე გერმანიის ელჩზე
- “საზოგადოებას აქვს სრული უფლება, იცოდეს ყველა დეტალი ამ გარიგების, როდესაც უცხო ქვეყნის ელჩი, რომელიც ვხედავთ, რომ გამოირჩევა ოპოზიციის ქომაგობითა და მხარდაჭერით” - შალვა პაპუაშვილი ფიშერის მიერ ხაზარაძის სახლის დაქირავებაზე
- შოვის ტრაგედიიდან ორი წელი გავიდა
- ბერძნული სალათა
- “მედვედევის პროვოკაციული განცხადებების შემდეგ, შესაბამის რეგიონებში ორი ბირთვული წყალქვეშა ნავის განლაგების ბრძანება გავეცი” - ტრამპი