"მოსახლეობის უმეტესობა - 88% ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს"- NDI
ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგების თანახმად, მოქალაქეების მესამედი აცხადებს, რომ ამომრჩევლების მოსყიდვა არჩევნების სამართლიანად ჩატარებისთვის ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს.
კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობის უმეტესობა, 56 პროცენტი დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდება. რაც შეეხება საარჩევნო დაბრკოლებებს, ამომრჩეველთა მოსყიდვას მოსდევს დარღვევები ხმის მიცემის პროცედურებში (15 პროცენტი) და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება (13 პროცენტი).
ამასთან, მოქალაქეების 88% აცხადებს, რომ ხვალ, რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს მონაწილეობას მიიღებდა, თუმცა, კითხვაზე გადაწყვეტილი აქვს თუ არა ვის მისცემს ხმას, 59% აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი თუ ვის მისცემს ხმას.
„მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელსაც ხმას მისცემდა ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს. მოსახლეობის მხოლოდ 27%-მა დაასახელა კონკრეტული პარტია”,-აღნიშნულია NDI-ს კვლევის შედეგებში.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი