"სააკაშვილი უმკაცრეს პასუხს მიიღებს ამ არჩევნებზე" - ირაკლი კობახიძე
„მათ ჩაიდინეს ღალატი და ღალატს ბუნებრივია ბოდიში არ შველის და ვერ შველის. შესაბამისად, ამ ბოდიშისთვის და კიდევ უფრო მეტად მისი დანაშაულებისთვის მიხეილ სააკაშვილი მიიღებს უმკაცრეს პასუხს ამ არჩევნებზე”,-ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბოდიშს.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ბოდიში არ შველის ისეთ მძიმე დანაშაულს, როგორიც არის ბიზნესის რეკეტი, ადამიანების მკვლელობა და წამება.
„როდესაც 8 წლის თავზე, არჩევნების წინ გახსენდება შენ უმძიმესი დანაშაულები, რომელიც ჩაიდინე და ამისთვის იხდი ბოდიშს, ამას ვერავის ვერ „აჭმევ“ და საზოგადოება არათუ გაგებით არ მოეკიდება ასეთ რამეს, არამედ სათანადო მკაცრ პასუხს გასცემს ამ ბოდიშსაც, რომელიც „მოიხადა“ მიხეილ სააკაშვილმა ამომრჩევლის წინაშე.
ბოდიში არ შველის ისეთ უმძიმეს დანაშაულებს, როგორიც არის ბიზნესის რეკეტი, ადამიანების მკვლელობა, წამება, გაუპატიურება, რუსეთისთვის ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ჩაბარება და შემდეგ ევროსაბჭოში რეზოლუციის მხარდაჭერით ოკუპაციის გაფორმება. მათ ჩაიდინეს ღალატი და ღალატს ბუნებრივია ბოდიში არ შველის და ვერ შველის. შესაბამისად, ამ ბოდიშისთვის და კიდევ უფრო მეტად მისი დანაშაულებისთვის მიხეილ სააკაშვილი მიიღებს უმკაცრეს პასუხს ამ არჩევნებზე. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პარტია ერთნიშნა მაჩვენებლით დაამთავრებს არჩევნებს“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე