"საქართველო უნდა ელოდოს რუსეთისგან არჩევნებში ჩარევას"
საქართველო უნდა ელოდოს, რუსეთისგან არჩევნებში ჩარევას, რადგან რუსეთს აქვს ჩარევის სქემა, მათ შორის დეზინფორმაციული კამპანიები და სხვა ძალისხმევა, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„აშშ-ს და საერთაშორისო დონორებს აქვთ ინიციატივა, რაც მიმართულია საქართველოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ და იმისკენ, დაეხმაროს ქართველებს, შეძლონ ყალბი ამბების გადამოწმებული ინფორმაციისგან გარჩევა.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია იმ საკითხებზე, რომლებიც მათთვის მნიშვნელოვანია, აამაღლონ მათი ცნობიერება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ეკონომიკის აღდგენა, განათლება ჯანდაცვა და ა.შ. ეს საჭიროა, რათა ამომრჩეველი მომზადებული და ინფორმირებული მივიდეს უბანზე. ეს არის საუკეთესო გზა რუსეთიდან, ან ნებისმიერ სხვა მიმართულებიდან მომავალი დეზინფორმაციის გასამკლავებლად“,- განაცხადა კელი დეგნანმა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი