"ქართული ოცნების” მხრიდან აცდენაა, დროსა და სივრცეში არიან არეულები“
„მგონია, რომ „ქართული ოცნების” მხრიდან აცდენაა, დროსა და სივრცეში არიან ძალიან არეულები“,- ასე შეაფასა პარტია „სამართლიანობისთვის” ლიდერმა, ეკა ბესელიამ „ქართული ოცნების” ინიციატივა, რომლის თანახმადაც ამომრჩევლის დაშინება ან იძულება სისხლის სამართლის წესით უნდა დაისაჯოს.
„კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს იყო ოპოზიციის მოთხოვნა. თუ ამ ინიციატივას ახლა, სექტემბერში პარლამენტი კენჭს უყრის, მაშინ ჩემი შემხვედრი წინადადებაა და ძალიან პრინციპული მოთხოვნაა, ამას მხარს უჭეტს ყველა ოპოზიციური პარტია, რომ ის პროექტი, რომელიც წარვადგინე ხმების დაცვის მექანიზმი, რომ არ გაყალბდეს ამომრჩევლის ხმა, ეს ინიციატივა, განიხილონ ამ პაკეტთან ერთად”,- განუცხადა „მთავარ არხს“ ეკა ბესელიამ.
„ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, საარჩევნო კოდექსში შევიდეს ცვლილება, რომლის თანახმადაც, მკაცრი სანქციები განისაზღვრება ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი