"ხელისუფლებას შეუძლია ეს ოპოზიციის წინააღმდეგაც გამოიყენოს"
„მონდომების შემთხვევაში ხელისუფლებას შეუძლია ეს ოპოზიციის წინააღმდეგაც გამოიყენოს“,- ასე აფასებს „ერთიანი საქართველოს” ლიდერი, ნინო ბურჯანაძე „ქართული ოცნების” ინიციატივას, რომლის თანახმადაც ამომრჩევლის დაშინება ან იძულება სისხლის სამართლის წესით დაისაჯოს.
„ეს ქმედებები ისედაც დასჯადი იყო და ახლა ადამიანს ნამდვილად არ მოუნდება არჩევნების კანონის დარღვევის გამო არც სამი წლით და არც ერთი წლით ციხეში წასვლა. რეალურად, თუ ეს კანონი იმოქმედებს, ეს იმოქმედებს ხელისუფლების მაღალჩინოსნების საწინააღმდეგოდ, მაგრამ შერჩევითი სამართლის პირობებში ჩვენ ვიცით, რომ პრაქტიკულად დასჯით არავინ არ დაისჯება. ახლა ოპოზიცია, თუ ძალიან არ მოინდომებ, რომ დააბრალო, ვერ შეძლებს ამომრჩევლის დაშინებას. დაშინება ვის შეუძლია? ამომრჩევლის დაშინება მას შეულძია, ვისაც შეუძლია მოუხსნას სოციალური დახმარება, ვისაც შეუძლია ამომრჩეველი სამსახურიდან გააგდოს, ოპოზიცია ამას ვერ შეძლებს. თუმცა, მონდომების შემთხვევაში ხელისუფლებას შეუძლია ეს ოპოზიციის წინააღმდეგაც გამოიყენოს”,- განუცხადა „მთავარ არხს” ნინო ბურჯანაძემ.
„ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, საარჩევნო კოდექსში შევიდეს ცვლილება, რომლის თანახმადაც, მკაცრი სანქციები განისაზღვრება ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
სიახლეები
- "გაისად, 1700 წელი სრულდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან - განსაკუთრებით ვემზადებით აღსანიშნად" - მეუფე შიო
- მაკიაჟი ზაფხულისთვის: როგორ გამოიყურებოდეთ შეუდარებლად სანაპიროზე?
- "რეჟიმი თქვენ წინაშე გაშიშვლდა" - სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელს და ნინო დათაშვილს
- "ლელო" თაღლითების პარტიაა, „თაღლითების პარტიის" წევრობა და მხარდაჭერა კი თაღლითობაში თანამონაწილეობაა" - შალვა პაპუაშვილი
- "ნინო დათაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა იმის გამო, რომ მისმა ადვოკატმა წარადგინა დოკუმენტები მის ფსიქოლოგიურ არამდგრადობასთან დაკავშირებით" - პროკურატურა