კახა ოქრიაშვილმა და ცეზარ ჩოჩელმა პარტია შექმნეს
"ქართული ოცნების" დეპუტატმა, კახა ოქრიაშვილმა და ბიზნესმენმა ძმებმა, ცეზარ და ლაშა ჩოჩელებმა პარტია შექმნეს.
ამის შესახებ კახა ოქრიაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს. პარტია "პროგრესი და თავისუფლება" საარჩევნო სუბიექტად უკვე დარეგისტრირდა.
კახა ოქრიაშილი 2004 წლიდან პარლამენტის წევრია. 2016 წლამდე ის "ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი" იყო, 2016 წლიდან კი "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი.
პოლიტიკური საქმიანობის პარალელურად კახა ოქრიაშვილი ბიზნესმენია. ის სააფთიაქო ქსელ PSP-ს დამფუძნებელია.
რაც შეეხება ძმებ ჩოჩელებს, ცეზარ ჩოჩელი საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრია. ის "ნაციონალური მოძრაობის" დროს ის მცხეთაში გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს