“ევროპულმა საქართველომ” რეგიონებში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
“ევროპულმა საქართველომ” რეგიონებში მაჟორიტარობის კანდიდატების ნაწილი წარადგინა. კანდიდატები პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ დაასახელა.
რეგიონების მაჟორიტარულ ოლქებში“ევროპული საქართველოს” კანდიდატები იქნებიან:
ზურაბ ჭიაბერაშვილი- თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხი;
გიორგი ღვინიაშვილი- გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყარო;
ირმა ნადირშვილი- რუსთავი;
აჰმედ იმანყულიევი - მარნეული, გარდაბანი;
ოთარ კახიძე- ქუთაისი;
სერგო რატიანი- საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაული;
გიგი წერეთელი- ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბული;
აკაკი ბობოხიძე- სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონი;
გიგი უგულავა- ზუგდიდი;
გიგა ბოკერია- ფოთი-ხობი-სენაკი;
ლელა ქებურია - აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუ;
ხათუნა გოგორიშვილი- ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაური;
ტარიელ ნაკაიძე- ხულო-შუახევი-ქედა.
პარტიამ დაასახელა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს არჩევნებზე კანდიდატებიც. ესენია: ბათუმში - ვახტანგ კალოიანი, ხოლო ქედა-შუახევი-ხულო - თემურ კახიძე.
ბაქრაძის თქმით, “ევროპული საქართველოს” საარჩევნო შტაბის უფროსი სერგი კაპანაძე იქნება.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი