"სავარაუდოდ, წინა ციფრი შეეშალათ სამის მაგივრად ხუთიანი უნდა ყოფილიყო" - კალაძე
ალბათ შეეშალათ და სამის ნაცვლად წინა ციფრი ხუთი უნდა დაეწერათ, - ასე გამოეხმაურა კახა კალაძე Edison Research-ის კვლევის შედეგებს.
პარტია ,,ქართული ოცნების" გენერალური მდივნის განცხადებით, წლებია კონკრეტული კვლევითი ჯგუფები ცდილობენ საზოგადოებრივი აზრზე მოახდინონ გავლენა და ამით მანიპულირებენ.
,,ჩემი დამოკიდებულება იცით კვლევების მიმართ, ამ კონკრეტულ კვლევას რაც შეეხება, რომლითაც ,,ქართულ ოცნებას" 39%-აქვს, სავარაუდოდ, წინა ციფრი შეეშალათ სამის მაგივრად ხუთიანი უნდა ყოფილიყო. დღეს "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო" არის ერთადერთი ძალა ქვეყანაში, ვისაც რეალურად აქვს იმის შანსი, რომ შეიძლება საკონსტიტუციო არა მაგრამ, ძალიან დიდი უმრავლესობით მოვიდეს პარლამენტში ყოველგვარი კოალიციების გარეშე. 2011 წლიდან მოყოლებული, შეგიძლიათ ამოიღოთ კვლევების სტატისტიკა და ნახოთ, თუ როგორ მანიპულირებდნენ კონკრეტული კვლევითი ორგანიზაციები აზრზე, რა შედეგებს დებდნენ ვის სასარგებლოდ და რა შედეგები იდებოდა არჩევნებში", - განაცხადა კალაძემ.
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს