„იმედის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით მიხედვით, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძემ ხმების 77.4%, ირაკლი კუპრაძემ კი 8.8% მიიღო
ტელეკომპანია “იმედის“ დაკვეთით, კომპანია "გორბის" მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით მიხედვით, თბილისში, საკრებულოს არჩევნებში პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 76.3% მიიღო, „ძლიერი საქართველო-ლელომ“ – 7.1%, „გირჩმა“ 6.8%, „კონსერვატორები საქართველოსთვის“ 3.3%, ხოლო სხვა პარტიები - 6.5%.
რაც შეეხება თბილისის მერობის კანდიდატებს, ეგზიტპოლების მიხედვით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, კახა კალაძემ ხმების 77.4% მიიღო, „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საერთო კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ ხმების 8.8% მიიღო, იაგო ხვიჩიამ 6.7%, ხოლო ზურაბ მახარაძემ 3,2%.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი