ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს ამომრჩევლებთან შეხვედრებს
ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს ამომრჩევლებთან შეხვედრებს.
მორიგი საინფორმაციო შეხვედრა ამჯერად რუსთავში საქართველოს უსინათლოთა კავშირის ფილიალში გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნები იყო.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი სანტურიანმა და მდივანმა ელენე ბობოხიძემ შეხვედრის მონაწილეებს 4 ოქტომბრის არჩევნების შესახებ ინფორმაცია და საარჩევნო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული სიახლეები გააცნეს. გიორგი სანტურიანმა დეტალურად ისაუბრა იმ სერვისების შესახებ, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია უსინათლო ამომრჩევლებს საარჩევნო უბანზე სთავაზობს. 30 სექტემბერს გამართული შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო კითხვებზე.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი