,,საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე შევისწავლე უნგრელი დამკვირვებლების ანგარიში, ყველა ასპექტით იყო პოზიტიური, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების შესახებ იყო საუბარი და ამიტომ მინდა, მივულოცო პრემიერ-მინისტრს"- ვიქტორ ორბანი
საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე შევისწავლე უნგრელი დამკვირვებლების ანგარიში, ყველა ასპექტით იყო პოზიტიური, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების შესახებ იყო საუბარი ამიტომ მინდა, მივულოცო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, – განაცხადა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.
„მინდა, მივულოცო საქართველოს პრემიერ-მინისტრს არჩევნებში გამარჯვება. მე ვაკვირდები იმ კამათს, რაც არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ხდება, საერთაშორისო გამოხმაურებასაც ვეცნობი და შემიძლია ვთქვა, არავის არ გაუბედავს იმის თქმა, რომ ეს არჩევნები ან მისი შედეგები, რაიმე სახით არ ყოფილიყოს დემოკრატიული. იმ კრიტიკული აზრის გარდა, რაც გამოითქვა, ეს ასეა. ჩვენ უნგრელები, ასევე ვაგზავნით ხოლმე ჩვენს დამკვირვებლებს, საქართველოშიც ასე იყო. მე შევისწავლე ის ანგარიში, რომელიც უნგრელმა დამკვირვებლებმა წარმოადგინეს, ყველა ასპექტით იყო პოზიტიური, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების შესახებ იყო საუბარი ამ ანგარიშში და ამიტომ მინდა, მივულოცო საქართველოს პრემიერ-მინისტრს“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
მთავრობის ადმინისტრაციაში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე