"მზად ვარ, უკვე გამარჯვებული ხვალიდან ვემსახურო ჩემს მშობლიურ ქალაქს და თანაქალაქელებს"
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა შვილებთან ერთად საკუთარი არჩევანი მე-40 საარჩვენო უბანზე გააკეთა.
"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე გახლავთ, ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა გააკეთოს ზნეობრივი არჩევანი და მე მინდა, მოვუწოდო ყველას, რომ აუცილებლად მოვიდნენ და დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი. რაც შეეხება ჩემს არჩევანს, მე რა თქმა უნდა, არჩევანი გავაკეთე ჩვენი ქალაქის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის, მისი თანაბარი და წარმატებული განვითარებისათვის, დაწყებული საქმეების გაგრძელებისათვის და მზად ვარ, უკვე გამარჯვებული ხვალიდან ვემსახურო ჩემს მშობლიურ ქალაქს და თანაქალაქელებს", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
რაც შეეხება დარღვევებთან დაკავშირებით ოპოზიციის მერობის კანდიდატის ხატია დეკანოიძის განცხადებას, იოსებ ხახალეიშვილმა განაცხადა, რომ ქუთაისში არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
"ეს არის მათი საერთო მესიჯბოქსი, მე რამდენადაც ვარ საქმის კურსში, ქუთაისში არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ეს ცრუ ინფორმაციები ჩვენი ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას ემსახურება. დარწმუნებული ვარ, მეორე ტური კიდევ უფრო მაღალ დონეზე და იქნება ამომრჩევლის მაღალი აქტივობა", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
სიახლეები
- "ნინო დათაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა იმის გამო, რომ მისმა ადვოკატმა წარადგინა დოკუმენტები მის ფსიქოლოგიურ არამდგრადობასთან დაკავშირებით" - პროკურატურა
- "ხაზარაძე-ჯაფარიძის კონსორციუმმა ვერ შეძლო ინვესტორის მოზიდვა, შემდეგ იკადრეს და სცადეს, ბიუჯეტიდან წაეღოთ ხალხის ფული სრულიად უსამართლოდ, თუმცა, არბიტრაჟმა მიიღო სამართლებრივი გადაწყვეტილება"
- "ეს ადამიანები უწყვეტად საუბრობენ მშვიდობიან რევოლუციაზე, ხან არამშვიდობიან რევოლუციაზე, დამხობაზე, მშვიდობიანი დამხობა ერთგვარი ოქსიმორონია"
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ ნარკოდანაშაულისთვის სამი პირი, მათ შორის დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში