ვფიქრობდი, რომ პირველივე ტურში გავიმარჯვებდი - კალაძე
პარტია "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა, კახი კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პირველივე ტურში გამარჯვების მოლოდინი ჰქონდა და ამის ყველა წინაპირობა არსებობდა.
"გულწრფელად ვიტყვი, ვფიქრობდი, რომ პირველივე ტურში გავიმარჯვებდით, ამის ყველა წინაპირობა არსებობდა. თუმცა, ბოლო დღეების განმავლობაში ბევრი რაღაც შეიცვალა. ახლა არ დავიწყებ ამის ახსნას, მთავარია სწორი ანალიზის გაკეთება, მომზადება მეორე ტურისთვის და წინ გამარჯვებისკენ" - განაცხადა კალაძემ .
მისივე განცხადებით, მეორე ტური გარკვეული მიზეზებით იყო განპირობებული. მათ შორის, კახა კალაძის თქმით, ერთ-ერთ მიზეზი, შესაძლოა "ხმების გაყოფა" იყოს.
დედაქალაქის მოქმედმა მერმა ასევე თქვა, რომ შესაძლოა, პროცესს თავადაც რაღაც დააკლო, რის გამოც ამომრჩეველს ბოდიშს უხდის.
"დღეს არ დავიწყებ იმ მიზეზების ჩამოთვლას, რამ გამოიწვია ეს შედეგები - პოლიტიკური პროცესების დაძაბვამ, სხვადასხვა კანდიდატის მიერ ამომრჩეველთა ხმების გაყოფამ... ვიტყვი ერთს - ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც თბილისელები საარჩევნო ყუთთან დააფიქსირებენ, პატივს ვცემ.შეიძლება მეც რაღაც დავაკელი ამ პროცესს. შეიძლება მუშაობის პროცესში ყველა აქტუალურ საკითხზე ვერ გავამახვილე ყურადღება, ამისთვის ბოდიში, მაგრამ კიდევ ერთხელ მზად ვარ მეორე ტურში მივიღო მონაწილეობა და თბილისელების დახმარებით ჩვენ შევძლებთ გამარჯვებას" - განაცადა კალაძემ.
სიახლეები
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ლაშა დარსალიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ოთხი თვე გავიდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობრივი შტურმიდან"- შალვა პაპუაშვილი
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს