იმერეთში 17-18 ივნისს „გემო ფესტი“ ჩატარდება
ხვალ, 15:00 საათზე, ქუთაისში „გემო ფესტი“ სტარტს აიღებს. ორ დღიანი ფესტივალი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, „გემო ფესტში“ ქუთაისის, ვანის, წყალტუბოს, თერჯოლას, ზესტაფონის, არგვეთასა და საზანოს 17 ობიექტი მონაწილეობს. ქუთაისში, ვერიკო ანჯაფარიძის სკვერში გელოდებათ კვების ზონა, უგემრიელესი იმერული კერძებით, აგრო სამრეწველო ბაზარი, ფერმერთა ბაზარი, საბავშვო ზონა, ფოტო ზონა, ბარი და სცენა. ფესტივალის ორივე დღე მუსიკალურად გაფორმდება.
„გემო ფესტის” მიზანია რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმეების/ოჯახების ხელშეწყობა, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდა.
ფესტივალის პარტნიორები არიან იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი