„ქვეყნის პოპულარიზაცია საქართველოსგან უნდა ვისწავლოთ“- ბულგარელი მოგზაური ჟურნალისტი
პოპულარულმა ბულგარულმა ტელეკომპანიამ „Bulgaria ON AIR“ საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ვრცელი 11 წუთიანი რეპორტაჟი მოამზადა. გადაცემაში საქართველოს შესახებ ისაუბრა მოგზაურმა ჟურნალისტმა ვლადინა ცეკოვამ. მისი თქმით ბულგარეთმა საქართველოსგან ბევრი რამ უნდა ისწავლოს.
„ქართველები ძალიან კარგ რეკლამას უკეთებენ თავიანთ ქვეყანას და ჩვენ მათგან უნდა ავიღოთ მაგალითი. საქართველო ჩვენზე პატარა ქვეყანაა, სადაც შერწყმულია ისტორია, წესები და ტრადიციები, მე გაოცებული დავრჩი, რადგან საქართველო საკმაოდ თანამედროვე სახელმწიფოა,“-აცხადებს ვლადინა ცეკოვა.
ბულგარეთში საქართველოს ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით ბულგარელმა ჟურნალისტებმა საქართველოში 1 თვის წინ იმოგზაურეს. პრეს-ტური საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და ბულგარეთში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით გაიმართა. ბულგარეთის მაღალ რეიტინგულმა ტელეკომპანიებმა და გამოცემებმა საქართველოს შესახებ სიუჟეტები და სტატიები მოამზადეს.
სიახლეები
- "პატიმრობისას გამიძლიერდა გრძნობა, რომ ჟურნალისტიკა გაცილებით მეტია, ვიდრე ინფორმაციის გავრცელება" - მზია ამაღლობელი
- საპატრულო პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებული არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები
- "უკრაინა მზადაა ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუ რუსეთი, სულ მცირე, 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აღმოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩვენი კომისიის სხდომებს ცალი თვალით მაინც უყურებს"- თეა წულუკიანი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში